კრიმინალი
ზესტაფონში ძმამ ძმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა
2019-02-01 16:31:18
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ძმის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
"1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 თებერვალს ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ძმას - 1994 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს გადაჭრილი თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, გ.ფ. მომხდარიდან მალევე, სოფელ მარტოთუბანში დააკავა,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
კომენტარები