მსოფლიო
ახალგაზრდა მამაკაცმა უდედმამოდ დარჩენილ ცოლის დისშვილზე ფიზიკურად იძალადა
2019-01-30 10:35:02
ოჯახური ძალადობის მორიგი შემთხვევა.
1996 წელს დაბადებულ მამაკაცს, გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, არასრულწლოვანზე ძალადობას ედავება. შემთხვევა გორში მოხდა, რის შემდეგაც ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ 8 წლის უდედმამოდ დარჩენილ ცოლის დისშვილს, ოჯახის სხვა არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ძალადობის მსხვერპლი და შემსწრე ორივე არასრულწლოვანი სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში არიან გადაყვანილი.
საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები