1 9 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,12 წლის გიგა ჯართს აგროვებდა. ასე ეხმარებოდა ოჯახს... მერე წავიდა და ვეღარ დაბრუნდა - ხელისუფლების სიყრუისა და სიბრმავის გამო"

"გიგა ჯართს აგროვებდა. მშობლებს უჭირდა და ასე ეხმარებოდა ოჯახს...

მერე წავიდა და ვეღარ დაბრუნდა. 12 წლის ბიჭი ჯართის შეგროვებისას გარდაიცვალა.

მიწა ჩამოინგრა და... გიგას სიცოცხლე შეწყდა.

ეს ტრაგედია იმ ქვეყანაში მოხდა, სადაც ერთი მილიარდელი ზებრა-პინგვინების კვებაში ათასობით დოლარს ხარჯავს.

მანამდე, ვიდრე ეს ამბავი უბრალო ადამიანებს გულს მოუკლავდა, 4 წლის ბიჭი ემსხვერპლა გაზის აფეთქებას - დედასთან ერთად.

გაზის, რომლითაც ხელს ითბობენ ისინი, ვინც გვეგონა რომ ჩვენზე იზრუნებდა.

ისინი, ვინც ადამიანთა სიცოცხლის ხარჯზე მდიდრდებიან, ფუფუნებაში ცხოვრობენ და დოლარებით რთავენ ნაძვის ხეებს.

4 წლის ბიჭუნას, რომელსაც ჩინოვნიკების დაუდევრობამ გული გაუგლიჯა, ხელში სათამაშო ეჭირა, დაიწყო თამაში, რომელიც ვეღარ დაასრულა...

ეს არის საქართველო დღეს - გაჭირვების, შიმშილისა და ზვიგენების ქვეყანა, სადაც ერთი პატარა ბოროტი კასტა მილიონობით ადამიანს ფიზიკურ საფრთხეს უქმნის და სიკვდილისთვის იმეტებს.

სადღაც, სხვა რეალობაში კი ცხოვრობენ დეპუტატები დიდი აუზებით,

კორუმპირებული მინისტრები დიდი კაბინეტებით,

ხარბი ჩინოვნიკები დიდი სახლებით...

სადღაც, სხვა რეალობაში ცხოვრობს ერთი ოლიგარქიც, არაადეკვატური, რაღაცნაირი და უცხო.

ისინი დაყრუვდნენ და არ ესმით ჩვენი,

ისინი დაბრმავდნენ და ვერ ხედავენ ხალხს - გაღარიბებულს, წელში გაწყვეტილსა და შეურაცხყოფილს...

12 წლის გიგა ჯართს აგროვებდა. ასე ეხმარებოდა ოჯახს...

მერე წავიდა და ვეღარ დაბრუნდა - ხელისუფლების სიყრუისა და სიბრმავის გამო', - წერს სოციალურ ქსელში presa.ge-ს და itv.ge-ს დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები