მსოფლიო
"ვაღიარებ, მეც ვიყავი მათ რიგებში ვინც სააკაშვილს პირსისხლიან დიქტატორად თვლიდა", - გიორგი სიგუა
2019-01-16 00:16:58
GEM Fest-ის დამფუძნებლი და ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი სიგუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ვაღიარებ, მეც ვიყავი მათ რიგებში ვინც სააკაშვილს პირსისხლიან დიქტატორად თვლიდა. ძუძუებს რომ აჭამდა ხალხს და ადამიანების ორგანოებით ვაჭრობდა.
მეც მჯეროდა უფასო ფულის, ასი აგუგუნებული საწარმოსი და გასაოცარი დემოკრატიის.
მჯეროდა რომ ქვეყანას ტირანისგან ვათავისუფლებდი და სათნო, კეთილი , დიდი დემოკრატი მომყავდა ქვეყნის სათავეში.
ბედის ირონიით თუ კანონზომიერი ლოგიკურობით ბოლოსდაბოლოს მის გვერდით აღმოვჩნდი. ისიც ვნახე როგორ ცხოვრობს , იქცევა, აზროვნებს.
ალბათ არიან ისეთები ვისაც სჯერა რომ პირსისხლიანი დიქტატორები, სერიული მკლვლელები და მილიარდების ქურდები ველოსიპედებით , ტრამვაებით, მეტროთი, ტაქსით და ფეხით სრულიად მარტო გადაადგილდებიან მსოფლიოს ქალაქებში. ამერიკის და ევროპის ელიტა ოჯახურ დღესასწაულებზე პატიჟებს და მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტები ლექციების წასაკითხად.
ალბათ კი არა , არიან. ისიც სჯერათ რომ ფრანგი პენსიონერი მართლა პრეზიდენტია , ბიძინას “უნიცეფის”კვლევებს უმალავენ და ქურდები მარტო კვირიკაშვილები , ქუმსიშვილები და ალავიძეები არიან, მათ ისიც სჯერათ რომ გასაოცარი მეოთხე წელი შვიდი წლის მერე მაინც დადგება და გაღატაკებას, დაჩაჩანაკებას და დამცირებას ძალიან მალე დააღწევენ თავს.
სჯერათ და სჯეროდეთ.
მე კი იმის მჯერა რომ ქართველებს მართლა უნიკალური თვისება გვაქვს. ვინმე ბუმბერაზი და ძალიან დიდი თუ გამოგვერია, ერთ მუშტად უნდა შევიკრათ მის წინააღმდგეგ , დავკორტნოთ, გავაქციოთ და ვსდიოთ.
იმისიც მჯერა რომ მე ჩემი ათას ჭირვარამგავლილი ცხოვრების მანძილზე ასეთი გენიალური, უწყინარი , ნიჭიერი, უბრალო, წესიერი და პატრიოტი ქართველი ჯერ არ შემხვედრია .
იმისიც მჯერა რომ ის აუცილებლად უნდა დაბრუბდეს თავის სამშობლოში, ის ქურდებს ხელიდან უნდა გამოგლიჯოს და ქვეყნის განვითარების რელსებზე დაბრუნებაში თავისი წვლილი შეიტანოს.
ასეც იქნება . ძალიან მალე ჩვენ , ათასობით ქართველი მასთან ერთად სახლში ჩამოვალთ , ბოროტებას წავლეკავთ , სამშობლოს გამოვიხსნით და ძალიან მაგარ სახელმწიფოს ავაშენებთ.
ვისაც ყველა ზემონათქვამზე ეღლიცინება , მოკრძალებით შევახსენებ , რომ მე გიორგი სიგუა ვარ. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა , დასახული მიზნისთვის ვერ მიმეღწიოს. რამე არ გამომსვლოდეს.
იმიტომ რომ ჩვენ ბევრი ვართ, იმიტომ რომ ჩვენს მხარეს სიმართლეა და გამარჯვებაც გარდაუვალია.
#ერთადსახლში შევხვდებით მალე ✌️
კომენტარები