სოც. მედია
,, სამივე ახალგაზრდა ავტომობილში ისე დაიწვა, რომ მათი ამოცნობაც კი გაჭირდა" - დაღუპული ბიჭების ცხედრები სახლებში გადასვენეს
2019-01-15 23:58:37
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარ ტრაგიკულ ავარიაში დაღუპულები 19-21 წლის ახალგაზრდები იყვნენ.
გიორგი ხარატიშვილი, ბაქარ ზივზივაძე და ნიკუშა ჭანტურია ახლო მეგობრები იყვნენ, მათგან ორი - ნიკა და გიორგი კლასელები და 2017 წელს დაამთავრეს სკოლა "პროგრესი". ბიჭები მეორე კურსზე სწავლობდნენ თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში და ქუთაისში საახალწლო არდადეგებზე იმყოფებოდნენ. ბაქარ ზივზივაძე კი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.
შემთხვევა 14 იანვარს გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭები რესტორანში იყვნენ და იქედან ერთ-ერთი მეგობარი სახლში დატოვეს და კვლავ რესტორანში ბრუნდებოდნენ. მანქანას 19 წლის ნიკუშა ჭანტურია მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დაზუსტებული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის სავარაუდოდ სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია. ავტომანქანა ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რის გამოც ცეცხლი გაჩნდა.
რსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები შეჯახებისთანავე გაითიშნენ და შესაბამისად, ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხეს. სამივე ახალგაზრდა ავტომობილში ისე დაიწვა, რომ მათი ამოცნობაც კი გაჭირდა. სამივე გარდაცვლილის ცხედარი უკვე სახლებშია გადასვენებული.
კომენტარები