2 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

დავით კირკიტაძე ე.წ ტრაქტორების საქმეზე უდანაშაოლოდ ცნეს

 დავით კირკიტაძე ე.წ ტრაქტორების საქმეზე  უდანაშაოლოდ ცნეს . სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.  

ცნობისთვის, საუბარია ე.წ ტრაქტორების საქმეში დავით კირკიტაძის მონაწილეობაზე. პროკურატურა მას გუბერნატორობის პერიოდში 2 ერთეული ტექნიკის არამიზნობრივად გამოყენებას ედავებოდა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს. მას ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.

აღნიშნულ საქმეზე კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები