მსოფლიო
გოგონა ცუდად გახდა და ბიჭმა სასწრაფოში დარეკა, შემდეგ კი გონება დაკარგა - თბილისში, ახალდაქორწილებული წყვილი გაზით გაიგუდა
2018-12-28 17:38:22
თბილისში, აეროპორტის დასახლებაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა. 25 წლის ია გვიჭიანი და ბესო ბარათელი ერთი თვის დაოჯახებულები იყვენენ. წყვილი დასავლეთიდან იყო, საცხოვრებლად დედაქალაქში გადმოვიდნენ და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.
როგორც itv.ge-სთვის ხდება ცნობილი, გოგონამ თავი შეუძლოდ იგრძნო და ბიჭმა სასწრაფოში დარეკვა მოასწრო, შემდეგ კი კარის გასაღებად მივიდა, რა დროსაც გონება დაკარგა.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პროზექტურაში გადმოასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლის, მესამე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა
კომენტარები