ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვი...
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
|
"პროვინციალიზმი და მისგან განკურნების რეცეპტი დასაწყისისთვის დავსვამ კითხვას: რატომ გამოიყურება მაგალითისთვის, უბრალო გლეხი თავისი "გოიმური“ კილოთი, ღარიბული ჩაცმულობითა და დაბალი განათლებით, როგორც კეთილშობილი ადამიანი, რომელიც მხოლოდ სიმპათიას იწვევს, ხოლო მდიდრულად ჩაცმული, გაპრანჭული და თითქოს დახვეწილი საუბრით ქალი (მამაკაცი) ხშირად სიცარიელისა და პროვინციალის განცდას ტოვებს?
უყურებ ამ არსებას და ის იმდენად აგრესიულია, დამცინავი ტონითა და საკუთარი უპირატესობის შეგრძნებით გესაუბრება, საუბარს არც გაცლის, რომ ადამიანს გიჩნდება გადაულახავი სურვილი, საპირისპირო პოზიციას დაუჭირო მხარი. ცხადია, ის ყოვლისმცოდნეობის სენითაა შეპყრობილი, რაც გარშემომყოფებში მხოლოდ მიუღებლობას იწვევს. ხატოვნად რომ ვთქვათ, როგორც კი შენ ცანიზმითა და ამპარტავნების ფრთებით ცდილობ სხვაზე ამაღლებას, შენი კუდის ბუმბული (პერო) პროვინციალიზმის კვამლის გამოშვებას იწყებს.
აქვე დავამატებ:
– კუტოკი თუ სექტა, იქნება ეს სვეტური თუ რელიგიური უკვე წაიგოიმებს, როგორც გამორჩულობისა და სხვაზე ამაღლების მცდელობა.
ამავე ამაღლების მიზეზითვე:
– მონტენის, ნიცშეს, კანტის, შოპენჰაუერის, იუნგისა და ფუკოს შემდეგ, ინტელექტუალური მანჭვები, ვითომ ფილოსოფიური ნადები და ბუნდოვანების ნაფიფქი… – უსაშველო ქაჯობაა!
– მოდური, განსხვავებული ჩაცმა ძალიან კარგია, მაგრამ მუდამ და მხოლოდ "შანელი“, "გუჩი“ და "არმანი“ მაგარი გოიმობაა!.
– უაპელაციო ტონი და უალტერნატივო განცხდებებიც იგივე მიზეზით პროვინციალიზმის ნიშანია.
– აგრესია, შური და ბოღმა, დაუნდობლობა და სისასტიკე დაბალი წარმოსახვის მაჩვენებელია, რაც აუცილებლად გოიმობამდე მიგივყვანს…
– ჰო, არ გამომრჩეს – რუსეთი, თავისი ესტრადით, ხომ გოიმობის მწვერვალია!
ძლივს მსოფლიო ჩვენთვისაც გაიხსნა – ლონდონი, რომი, პარიზი, ბერლინი, ამსტერდამი, ნიუ იორკი… მეგონა, ადგილობრივი გაქანების სვეტებს ოდნავ მაინც რაიმე ეშველებოდათ – არა, ისევ ჩვენ უნდათ დაგვაბოლონ… მათი განდიდების სურვილი და გარშემომყოფების აბუჩად აგდება იმდენად გამომწვევია, რომ ცხადია – ეს აგრესიული დაცვითი რეაქციაა, რომლის უკანაც საკუთარი მეორეხარისხოვნების განცდა იმალება…
მოკლედ, ჩვენში ასეა – ზაქათალის ოლქის სვეტები იხარშებიან კონსერვის ქილაში და დარწმუნებულნი არიან (თუ თავს იბოლებენ – ასე აწყობთ), რომ… ამ ქილით შემოიფარგლება სამყარო.
ახლა რა ეშველება ამ სენს?
ქაჯობა ისაა, შენი ადგილი (ზომა – წონა) რომ არ იცი. ყოველივე
უზომო – გოიმობა ხდება, ხოლო სწორედ ზომიერებაშია გემოვნება და დახვეწილობა.
პიროვნების განვითარების ყველაზე დიდი მიღწევა შემდეგია: თან იყო მკვეთრად გამოხატული ინდივიდი და, იმავდროულად, ჩვეულებრივი, როგორც ყველა. სწორედ ჩვეულებრიობის განცდის შესისლხორცებაშია გოიმობის დამარცხების უებარი წამალი.
მოკლედ, პროვინციალიზმის განკურნების რეცეპტი ასეთია: 1.თავმდაბლობა; 2. უბრალოება; 3. ზომიერება.
დაიცავი ეს წესები და შენ ვერავინ დაგწამებს პროვინციალიზმს, თუმცა,
წიგნის გარეშე მაინც არ გამოვა…
და მთავარი – ნუ იჭინთები!
დაიმახსოვრე, ყველა ადამიანი ცხოვრების პროცესში გადის დახვეწის პროცესს, აქ მთავარია არ შეგეტყოს, რომ იჭაჭები – ეს თითქოს თავისთავად, დროთა განმავლობაში უნდა მოხდეს… და არა ერთბაშად, მანქანისა თუ პრესტიჟულ უბანში ბინის ყიდვით.
იღვაწე და ატვეჩაი ვარ, შენ გამოგივა – გახდები სვეტი!”
მწერალ ზურა ოდილავაძის ფეისბუქ-გვერდიდან.
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
ხატვა გრძნობების, აღქმულისა და აღსაქმელის, გარესამყაროს საკუთარი ფანტაზიით გადმოცემის საშუალებაა, ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს. მხატვარ დავით მურაჩაშვილის შემოქმედების ხილვისას ერთი აზრი გებადება...
პიანისტი, გიორგი გიგაშვილი, რომელიც რუბინშტეინის კონკურსის ფინალში გავიდა, სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ჟიურის საბოლოო შედეგებს უზიარებს და წერს, რომ მეორე ადგილზე გავიდა. გიორგი გიგაშვილი ...
თამარ მაყაშვილის სკადანლი - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატუ...
ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...
დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...
კომენტარები