მსოფლიო
დაპირისპირება მოზარდებს შორის - 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა
2018-12-12 11:48:11
ერთთვიანი კომის შემდეგ ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ოჯახის წევრების მტკიცებით, კომაში მოზარდი ცემის შედეგად აღმოჩნდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ცხედრის ექსპერტიზა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბადალოვები ამტკიცებენ, რომ მათთვის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა პოლიცია მას არ აკავებს იმის გამო, რომ ის არასრულწლოვანია.
ბადალოვების მტკიცებით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში, სახლში ნაცემი მივიდა, თავი სტკიოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, ბავშვს სამედიცინო დახმარება სახლში აღმოუჩინეს, თუმცა ის მალევე კომაში ჩავარდა.
სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს მოზარდის თანასოფლელები, ბავშვები ცემის ფაქტს უარყოფენ.
არსებული ინფორმაციით, 13 წლის ბიჭს, ეზოში თამაშის დროს ხელი კრეს, ის წაიქცა, თუმცა წამოდგა და თამაში გააგრძელა, მოგვიანებით კი შეუძლოდ გახდა.ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.
კომენტარები