მსოფლიო
აბაშიშვილი მარგველაშვილს: "ყველაფერს დეტალურად მოვყვები და ნათელს მოვფენ ამ მძიმე დაპირისპირებას.. დამალვას აზრი არ აქვს"
2018-12-10 10:49:57
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი სოციალურ ქსელში სახუმარო ხასათის სტატუსს აქვეყნებს :
"ბოლო რამოდენიმე საათის განმავლობაში ჩემი და პრეზიდენტ მარგველაშვილის შეხედულებები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით (მომავალში ყველაფერს დეტალურად მოვყვები და ნათელს მოვფენ ამ მძიმე დაპირისპირებას) მნიშვნელოვნად გაიყო. აღნიშნული დაპირისპირების დამალვას აზრი არ აქვს.
ამიტომ, მე პრეზიდენტ მარგველაშვილს მოვუწოდებ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან და ვაძლევ გონივრულ ვადას 15 დეკემბერს დღის ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში 16 დეკემბერს მე გადავდგები დაკავებული თანამდებობიდან (წონა არ მიწყობს ხელს თორემ შიმშილობასაც დავიწყებდ)!"
კომენტარები