მსოფლიო
"რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ღია შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ" - საქართველოში უკრაინის ელჩი
2018-11-26 14:03:03
საქართველოში უკრაინის ელჩი ოლეგ დოლგოვი ქერჩის სრუტეში რუსული აგრესიის შესახებ საუბრობს. უკრაინელმა დიპილომატმა განცხადება ჟურნალისტებთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
„შევხვდები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა მოვახსენო აგრესიის იმ აქტზე, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ იყო ჩადენილი შავი ზღვის აკვატორიაში. შავი ზღვა ჩვენი საერთო ზრუნვის საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან უსაფრთხოების ვითარება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და შავი ზღვის სხვა სახელმწიფოებისთვის. რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ღია აგრესია იყო. ეს იყო ღია შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. სამი გემი და 23 მეზღვაური დაკავებული იყო ФСБ-ს ძალების მიერ. ჩვენი ინფორმაციით, ექვსი მეზღვაური დაჭრილია. უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნეს. ეს ქმედება რუსეთის აგრესიული ქმედებების გაფართოებაა“, - განაცხადა მან.
კომენტარები