მსოფლიო
სისხლიანი გარჩევა "მეიდანთან" - რატომ არ აკავებს დამნაშავეს შსს?
2018-11-22 13:45:11
გუშინ თბილისში, მეიდანზე, ერთ-ერთი კაფეში ორი ახალგაზრდა მძიმედ დაჭრეს, ინფორმაციას ამის შესახებ დრონი.ჯი ავრცელებს .
დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო პირი, რომელიც კაფეში შევარდა და იარაღიდან გაისროლა, დაკავებული არ არის.
შსს-ში ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ადამიანი ნამდვილად დაჭრეს. იმასაც ამბობენ, რომ დამნაშავე ამ დრომდე არ არის დაკავებული. ეს მაშინ, როდესაც დაჭრა უამრავი მოწმის თვალწინ მოხდა. შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებულია რამდენიმე ვიდეო-კამერაც.
თუმცა, როგორც ჩანს, მინისტრ გახარიას მეორე ტურის წინ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, ვიდრე დამნაშავეების დევნა-დაკავებაა.
„ორი ადამიანია დაჭრილი და გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: 19-109 -ე, რომელიც ითვალისწინებს განძრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 236-ე მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებას გულისხმობს“ - აცხადებენ შსს-ში.
კომენტარები