მსოფლიო
შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს - დანაწევრებული სხეულის ნაწილები ადგილობრივებმა მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს
2018-11-16 10:51:38
შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცის დანაწევრებული სხეულის ნაწილები ადგილობრივებმა მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს.
დაკავებულია ერთი პირი - სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქე. ის ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მისი მტკიცებით, მკვლელობა მან თავდაცვის მიზნით ჩაიდინა, თუმცა რატომ იყო ცხედარი დანაწევრებული - ამ კითხვაზე მას პასუხი არ აქვს. მოკლულის ვინაობას სამართალდამცველები ამ დრომდე არ ახმაურებენ.
კომენტარები