მსოფლიო
9 აპრილს ნიჩბის დარტყმით არავინ მომკვდარა, დაიღუპნენ ასფიქსიით - მეჩითოვის სკანდალური განცხადება
2018-11-12 12:25:40
10 ნოემბერს Al Jazeera-ს ეთერში გავიდა ფილმი (The Soviet Scar), რომელიც საქართველოში საბჭოთა არქიტექტურის კვალს დაეთმო. გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი საბჭოთა წარსულზე და 9 აპრილის მოვლენებზე საუბრობს. მისი თქმით, 1989 წლის 9 აპრილს ხალხი ასფიქსიის გამო დაიღუპა:
"9 აპრილის პროტესტის დროს შეკრებილები 13-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იყვნენ ძირითადად. 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ მათთვის ეს ერთგვარი შოუ იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ. ეს შედეგი დანაშაულებრივი ქმედება იყო მათი მხრიდან, ვინც ამის ორგანიზება მოაწყო. ეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმა იყო. არავის უნდოდა ვინმეს მოკვლა. ისინი დაიღუპნენ პანიკური გაქცევისას, 20 ქალბატონი დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები", - განაცხადა იური მეჩითოვმა.
კომენტარები