1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა - ეს განცხადება, ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ყოფილ მთავარ პროკურორს ცემას ედავებიან. თუმცა უფლებადამცველის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს. 

საქმე ეხება გასულ წელს ელცენტროში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა. 

"გვაქვს უკვე საშუალება, რომ ჩავიხედოთ საქმის მასალებში, რადგან უკვე მხარეს წარმოვადგენთ,"-განაცხადა მოსიაშვილმა. 

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბრალდების მხარე პროცესუალური კანონმდებლობის გვერდის ავლით, ბატონ ოთარს ბრალი წარუდგინა. ბრალი მას წარედგინა ცემის ფაქტთან დაკავშირებით, საქმე ეხება ე.წ. „ელ-ცენტროს“ ინციდენტთან დაკავშირებულ საქმეს. ბატონი ოთარი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პირიქით, მემგონი პროვოცირების მსხვერპლია ბატონი ოთარი. სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ,“- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები