სოც. მედია
79 წლის მეეზოვე კახეთიდან
2018-10-25 17:40:49
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი 79 წლის მეეზოვეს გვაცნობს, რომელიც დადებითად განგაწყობთ დანახვისთანავე.
"ეს 79 წლის ქეთევან ლოლიაშვილია.
წლებია, ყვარლის ქუჩებს ასუფთავებს.
სამუშაოს დილის 6 საათზე იწყებს, რათა ხალხს სუფთა ქუჩები დახვდეს.
ნელ-ნელა ხალხი ნარჩენების ყუთში ჩაყრას ეჩვევა და მაგრამ ზოგი ჯერ კიდევ ძირს ყრისო, ამბობს ეს კეთილი ქალი.
როგორი გაზრდილებიც არიან, ისე იქცევიანო, მითხრა მან წამოსვლის წინ.
ქეთევანი ერთ-ერთი უხუცესი მეეზოვეა საქართველოში და სუფთა ქვეყანაზე ოცნებობს,"- წერს ჩანადირი სოციალურ ქსელში.
კომენტარები