მსოფლიო
ქერჩში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილმა სტუდენტმა თავი მოიკლა
2018-10-17 16:51:01
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის სტუდენტია, რომელმაც თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის მიერ ანექსირებული ქერჩის ერთ-ერთ კოლეჯში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 – მდე გაიზარდა.
დაშავებულთა რიცხვი 50- ს აჭარბებს, მათგან 20 საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაჭრილთა უმეტესობა მოზარდები არიან.
კომენტარები