მსოფლიო
საქართველოში ყალბი 100 დოლარიანები საღდებოდა
2018-10-15 12:29:10
ჩამოტვირთვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ფაქტზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ამოღებულია 61 700 აშშ დოლარის ოდენობის 617 ერთეული ყალბი ასდოლარიანი კუპიურა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
კომენტარები