კრიმინალი
სავარაუდო მკლელობა - საბერძნეთში საქართველოს 24 წლის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
2018-10-12 12:02:01
საბერძნეთში, ქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მოკლულია. მას ერთი თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
გარდაცვლილი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
კომენტარები