მსოფლიო
"ეს იყო ღიმილის მომგვრელი...ანეკდოტების სიაში შევა" - ბახტაძე ოქუაშვილის განცხადებებზე
2018-10-01 11:46:08
პრემიერ მინისტრმა ბახტაძემ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს სასაცილო უწოდა. ბახტაძე ფიქრობს, რომ ზაზა ოქუაშვილის განცხადება, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს და მოქმედ შს მინისტრს გიორგი გახარიას 4 მილიონის გამოძალვაში ადანაშაულებს, ანეკდოტების სიაში შევა.
"გამეღიმა, როცა ვკითხულობდი, ეს ნამდვილად იყო ღიმილის მომგვრელი. განცხადება ისეთივეა, როგორიც იყო მატარებელი გვირაბში ვერ გაეტევა, კალაძე თვითმფრინავით წავიდა ყაზახეთში" - თქვა მამუკა ბახტაძემ.
ჟურნალისტებმა ბახტაძეს, სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის სავარაუდო გამოძალვაში ჩართულობის ფაქტზეც დაუსვეს კითხვა.
"რაც შეეხება ლევან ყიფიანის მონაწილეობას ამ ყველაფერში, მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას. პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს და ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მისცეს ის ინფორმაცია, რასაც ფლობს. თუ ადამიანს რაიმე ფაქტები აქვს, ბატონ ოქუაშვილს ვგულისხმობ, ერთ პაკეტად უნდა შეკრას და საკანონმდებლო ორგანოებს უნდა წარუდგინოს. ასე ხდება ცივილურად უფლებების დაცვა, როცა ამას აქვს სხვა ფორმა, კითხვები მიჩნდება მეც და საზოგადოების დიდი ნაწილსაც. უნდა გავყოთ საკითხები, რისი გაყოფაც არ სურს ბატონ ოქუაშვილს.
ეს ერთის მხრივ საქმე ეხება გადასახადების გადასახადებს და არ არსებობს ინდუგელენცია, რომ არ გადაიხადო ან თავი აარიდო. უფრო მეტი უპასუხისმგებლობა გახლავთ ის, რომ ტელეკომპანიის მუშაობა კითხვის ნიშნით ქვეშ დგას, როცა გადასახადებს არ იხდის თამბაქოს მწარმოებელი კომპანია.
ჩვენთვის მთავარი ფასეულობა არის დამსაქმებელი. მე როცა ვიყავი ფინანსთა მინისტრი, ამ კომპანიას ჰქონდა მსხვილი დავალიანება, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ კომპანიას ვალი დაეფარა, 11-ჯერ გადაავადა იმ ვალდებულების გადახდა, აქ კარგად ჩანს სახელმწიფოს კეთილგანწყობა" - განაცხადა ბახტაძემ ჟურნალისტებთან.
კომენტარები