ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, შვილის პატარაობის სურათს და პოსტს აზიარებს, რომელიც სოცქსელის მომხმარებელმა მარი ჯობამ გაავრცელა.
ის დათუნა სარალიძის მკვლელობაში მთელ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს ადანაშაულებს.
“ეს დათუნაა, სარალიძე… თითოელ ჩვენთაგანს ექნება ასეთი სურათი ჩვენი შვილებისა, საბავშვო ბაღის ზეიმების, სასკოლო ღონისძიებებისა, სადაც ვიდეო და ფოტოაპარატმომარჯვებულნი,გულისფანცქალით ველოდებით საკუთარი პირმშოს გამოსვლას…
პატრიოტულ ლექსსაც დიდი მონდომებითა და რუდუნებით ვასწავლით, ისინი კი, თვალებგაბრწყინებულნი ყვებიან, მღერიან, გალობენ სამშობლოზე, მამულზე, სიყვარულზე მეგობრობაზე, ერთგულებაზე, კაცობაზე, ადამიანობაზე…
მასწავლებლებიც ამაყად სხედან პირველ რიგში და თავის ქნევით იღებენ დამსახურებულ ტაშს..
მასწავლებელი მადლობასთან ერთად საყვედურსაც იღებს ხშირად, მშობლისოდენა ტვირთი აქვს და იმიტომ.
ეს პატარა დათუნა სარალიძეა…
დგას უმანკო, შეუბღალავი, თვალებში მზე ჩადგომია და გვიყვება რაღაცას სიყვარულზე…
ეს ბიჭი დღეს ცოცხალთა შორის აღარ არის..
ჩვენ ის მოვკალით!!
დიახ, ჩვენ, ყველამ ერთად,მთელმა საზოგადოებამ: ნაცმა, ქოცმა, შუაშისტმა, არასამთავრობო სექტორმა, სამართალდამცავებმა, პოლიტიკოსებმა, დიდმა,მცირემ, მავანმა და მავანმა..
ყველაზე მეტად კი ჩვენ, განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებმა, პედაგოგებმა!!!
არის სიკვდილი მყისიერი, მოულოდნელი და არის სიკვდილი,რომელიც დგება გარემოებათა ერთობლიობის შედეგად.
ძვირფასო პედაგოგებო!! თქვენ დათუნა სარალიძე კი არ მოკალით მხოლოდ, მთელი ჩვენი მომავალი თაობა გაწირეთ მაშინ, როცა:
თქვენ შეიყვანეთ ისინი სკოლებში თეთრი ბაირაღებით ( თუ ყელსახვევებით) და ვერბალურად თუ ქმედებით აჩვენეთ რომ აი, ეს იყო "მართალი ძალა” და ამ ძალისთვის უნდა გამოეცხადებინათ ნდობა, თქვენ აუფრიალეთ ბავშვებს სკოლებში ოცნების ქურდულსიმბოლიკიანი ალმები, თქვენ ჩააცვით სკოლის ფორმის ნაცვლად "ოცნების” ლურჯი მაისურები და გამოიყენეთ ბავშვები ბინძური თამაშებისთვის…
დიახ, თქვენ !!
და რატომ იცით?!- ვერ აიტანეთ წესრიგი, ვერ აიტანეთ კონტროლი, ვერ აიტანეთ მონიტორინგი, არ გინდოდათ თქვენი საქმიანობა ყოფილიყო გამჭირვალე, არ გინდოდათ მანდატურის სამსახური- ვითომდა,პოლიციური რეჟიმის დამყარებას აპროტესტინებდით ბავშვებს!
ჩვენ მოვკალით სარალიძე და ათეულობით ახალგაზრდა, როცა ღვარძლის, სიძულვილის ენა დავამკვიდრეთ , როცა პედაგოგებს შორის თავიანთი მერკანტილური მიზნების გამო გაუთავებელი ომი და შუღლი მიდიოდა..
თქვენ მოკალით ზაზა სარალიძის შვილი პედაგოგებო, როცა ე.წ ციხის კადრების რეტროსპექტივა მოაწყვეთ ამ მართლა უნიათო, უვარგისი, მოღალატე მთავრობის დავალებით!! დიახ, თქვენ მიგყავდათ ჩვენი შვილები დასაკლავი ხარებივით იმის საყურებლად, რაც ბედუკაძემ და მსგავსმა არარაობებმა დადგეს, რათა კიდევ მეტი სიძულვილითა და ბოროტებით აღვსილიყვნენ მოზარდები! თქვენ დაუნგრიეთ ფსიქიკა იმ მოსწავლეებს, რომლის სულის შენება თქვენვე მოგანდეს მშობლებმა!
თქვენ დანის და კასტეტების ტრიალი დააბრუნეთ სკოლებში, მართლწესრიგზე ზედამხედველობის საპირწონედ, თქვენ სააკაშვილის რეფორმატორულ და აღმამიმავალ ქვეყანას არჩიეთ ქურდების და კრიმინალების მოყვანილი მთავრობა, ჩაცუცქულად, ჩასაფრებულად, მაფიოზურად მართული პოლიტელიტა და ამით მიუთითეთ და უბიძგეთ ახალგაზრდობას დამღუპველი გზისკენ .
თქვენ ტიროდით მხოლოდ გირგვლიანს და ამ დროს სხვათა შვილების მკვლელებისთვის ძეგლი დაადგმევინეთ ბოღმითა და რევანშით შეპყრობილ იუსტიციის მინისტრს..
ჩვენ ვინ გვკითხავსო, არ გაბედოთ და არ თქვათ!! ის კარგად გეკითხებოდათ, ქართული დროშის შემლახავ "გრეჩიხას რომ დაათრევდით საგანმანათლებლო დაწესებულებებში…
სკოლას არანაირი პასუხისმგებლობა არ აუღია! რატომ?- 1:38 წუთზე მეექვსე გაკვეთილი მიმდინარეობდა, როცა ხორავას ქუჩაზე სისხლი იღვრებოდა… სად იყო დირექტორი? რატომ არ ჰყავდა მოსწავლეები გაკვეთილზე?!
რატომ დარბის ამხელა, "თავკომბალა” სკოლის დირექტორი სხვაგან, (მაგალითად, მუშაობენ პარალელურად ტრენერებად)როცა ყველაზე რთულად სამართავი სკოლის ხელმძღვანელია?! რატომ არ აგებს პასუხს არავინ?!
მკვლელები მხოლოდ ის ბავშვები არ არიან, ვინც ფიზიკურად მოკლა დათუნა, ჩვენ ყველას მიგვიძღვის ბრალი- ზოგს გულგრილობით, ზოგს უპასუხისმგებლობით, და უფრო მეტად მათ, ვინც სამართლებრივ სახელმწიფოსა და კრიმინალურ- არაფორმალურ მმართველობის ფორმას შორის შეგნებული არჩევანი გააკეთა და დააბრუნა საბჭოეთის მახინჯი ,ქურდულ-ავტორიტეტული მენტალობა!
თქვენ ,თქვენი დუმილითა და მორჩილებით მწვანე შუქი აუნთეთ დამნაშავე,კრიმინალური წარსული მქონე კასტას- კაკუბავას შვილიშვილი ხომ ერთერთი მათგანია!!!!!, თავად კაცისმკვლელი და ლოთი მინისტრი სუბარი რომ დამნაშავე ნათესავებს ხელს დააფარებდა,არ იცოდით?! და მერე საკუთარი დედის უარმყოფელ სასამართლოში სიმართლეს ნაჯახით თავს რომ წააჭრიდნენ ვერ ხვდებოდით? და ვინ არის მათთვის ზაზა სარალიძე,უბრალო გლეხი, როგორც თვითონ ამბობს თავდამბლობით,ვინ იყო კორტავა, ვინ დაეძებს მაჩალიკაშვილს, რა მოსატანია ვაზაგაშვილის მიერ მოკლული ვინმე გაბუნია , საოცნებო კონცერტის ხმაურში ჩახშული პატარა ბიჭი -ათუკა.. ნეტავ, მეხსიერებამ არ შემახსენოს უამრავი სხვა გვარი და სახელი, გაუბედურებული დედების შეშლილი სახეები… თქვენ ამას ითმენთ და გგონიათ ვიღაც სხვა იქნება შემდეგი და არა თქვენი შვილი..
თქვენ კი, ქართველო პედაგოგებო!
სკოლაში, მერე კიდევ სახლში,სხვა რამეს ასწავლით წიგნებიდან და არ გახსოვთ, რომ მოსწავლისთვის უპირველესი "წიგნი” მასწავლებელია- თავისი აზროვნებით, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებითა და პასუხისმგებლობით..
თქვენ გავიწყდებათ,რომ მოსწავლე და სკოლა მხოლოდ ხელფასი და დამატებითი შემოსავალი არ არის… თქვენ ხომ მომავალს აშენებთ,რომლის შედუღაბებას მხოლო წიგნებიდან გადმოხედვით ვერ შეძლებთ, ვერ ჩამოქნით იმ სანთელს, რომელიც სიყვარულისა და ერთგულებისთვის უნდა დაიწვას..
10 სექტემბერს ზაზა სარალიძე აქციას მართავს…
მივიდეთ და ვუთხრათ შვილმოკლულ მამას: დიახ, ჩვენ მოგიკალით შვილი პედაგოგებმა, ექიმებმა, ინჟინრებმა, მწერლებმა, საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, ყველამ, ვინც გულგრილად ვუყურებთ , თუ როგორ იძირება საქართველო…
ზაზა სარალიძე საზოგადო სახელია უკვე…
მან ზუსტად იცის,სად არის თავისი დათუნა, მაგრამ არ ვიცით ჩვენ, რა ელოდება ხვალ და ზეგ ჩვენ შვილებს..
მოვუწოდებ,პირველ ყოვლისა კოლეგებს, სრულიად საქართველოს მასწავლებლობას, საფარ-ბეგობა თუ არა, სინანულის და თანადგომის, სინდისის ქენჯნამ მაინც შეგვაწუხოს და გვერზე დავუდგეთ ზაზას და მალხაზ მაჩალიკაშვილს!!!”, – წერს Mari Joba
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები