2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ყელის არეში სამართებლით მიყენებული ორი ჭრილობა აქვს, ერთ-ერთი ჭრილობა არტერიასთან ახლოსაა, რამაც სავარაუდოდ მისი გარდაცვალება გამოიწვია. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე სხვა ვერსიებიც განიხილება და შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები