2 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქარელში ჯარისკაცი მოკლეს

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხვედურეთში ჯარისკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის მე-13 ბატალიონში მსახურობდა. 

შემთხვევა ქარელი-სკრა-გორის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყესთან ახლოს მოხდა. ჯარისკაცს ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული. 

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს. ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები