2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"თბილისში, გამოცარიელებულ ბანკომატებში რომ უცებ ფული გაჩნდა გახსოვთ ეგ დღე? ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დახმარება იყო ეგ..."

სოციალურ ქსელში კობა სუბელიანი 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ კონკრეტულ დღეს იხსენებს, როცა ბანკომატებში ფული გამოილია და მაღაზიების დახლებზე კი პროდუქცია.. 

"თბილისში, გამოცარიელებულ ბანკომატებში რომ უცებ ფული გაჩნდა გახსოვთ ეგ დღე?

ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დახმარება იყო ეგ, ვაშინგტონიდან მიუნხენის გავლით გამოგზავნილი, რომელიც იმ თვითმფრინავში აღმოჩნდა, რომლითაც მე მოვდიოდი შვებულებაში მყოფი მიუნხენიდან თბილისში. მიუხენის რეისი ცხვირწინ "გამიქენსელდა" და შიდა რეისით ფრანკფურტში გადაგვისროლეს რომ იქედან გამოვყოლოდით უკანასკნელ რეისს საქართველოში მომავალს.

2008 წლის 10 აგვისტო იყო. თბილისის ცაზე შემოსულებს ორი რუსული ბომბდამშენი ამოგვიდგა გვერდით იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად სამგზავრო თვითმფრინავი იყო და არა სამხედრო. ჩამოგდებით დაემუქრნენ პილოტს, თუ არ დარმწუნდებოდნენ ამაში. ილუმინტროები აგვაწევინეს და სინათლე აანთეს სალონში. დარმწუნდენ, რომ სამოქალაქო რეისი იყო და წამში გაქრნენ. ჩვენგან წასულებმა თბილისი დაბომბეს, რის გამოც არ მიგვიღო თბილისმა და ერევანში გაგვიშვა.

ამ საიდუმლო ტვირთს სპეციალური ოფიცერი ახლდა ამერიკიდან. რომ არა მისი ინსტრუქციები და ჩემს მიერ ყირაზე გასვლის ტოლფასი მოქმედებები (ყველანაირი საშუალებებით, უმძიმესი ემოციური ფონი თანხლებით, დაპანიკებული მგზავრების დაწყნარება), ძალიან ბეწვის ხიდზე გავლით ამავე თვითმფრინავით უკან თბილისისკენ გამოფრენის მოხერხება (ბევრი წვრილმანი მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია, ყველაფერს ვერ ვწერ) ის 48 მილიონი დოლარი აღმოჩნდებოდა რუსეთის ხელში, რისი წარმოდგენაც ტვინში სისხლს მიქცევდა, ამიტომ ყველაფერი გავაკეთე, რომ ეგ არ დამეშვა.

ურიგოდ გავავსებინე საწვავი, რაზეც დიდი ჯახირი დამჭირდა, რეკვები აქეთ იქეთ, რადგან რეგულარული რეისები ყავდათ "გასაზაპრავკებელი" და 3- 4 საათი მოცდა მომთხოვეს, რაც იმ ვითარებაში წარმოუდგენელი იყო. ამდენ ხანს მგზავრებს ვერ გავაჩერებდი თვითმრინავში. ბევრი მცდელობისა და ადეიშვილის ჩარევით ურიგოდ ჩაგვისხეს საწვავი და გავემზადეთ გამოსაფრენად. ამავდროულად ვცდილობდი მგზავრები დამერწმუნებინა და დავარწმუნე კიდეც, რომ მიუხედავად ჰაერში ბომბდამშენების ნახვით გამოწვეული შიშისა, უკვე სამშვიდობოს მყოფები არ გასულიყვნენ თითმფრინავიდან და საქართველოში დაბრუნების ალტერნატიული გზები არ ეძებნათ, და რომ ჩვენ ამავე თვითმფრინავით უნდა დავბრუნებულიყავით საქართელოში. მიზეზს იმისას, თუ რატომ არ უნდა გასულიყვნენ გარეთ და ტაქსით არ წამოსულიყვნენ საქართველოსკენ რა თქმა უნდა ვერ ვეუბნებოდი, გასაიდუმლოებული მდგომარეობის გამო. მადლობა ეკუთვნით მგზავრებს, რადგან დამიჯერეს, მენდვნენ და არ გავიდნენ თვითმფირნავიდან იმ რამდენიმე საათის განმავლობაში.

ერთი მგზავრის გასვლაც კი საკმარისი საფუძველი იქნებოდა სომხეთის საბაჟო სამსახურის მიერ საბარგულის გახსნისთვის, სადაც აღმოჩნდებოდა ეს ტვირთი, ამ რაოდენობით ქეში და მერე რაც მოხდებოდა, რა პროპაგანდაც მოყვებოდა იმ ყველაფერს თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია. ფულს ფულად რომ დავკარგავდით, იმაზე აღარაფერს ვამბობ.

მშვიდობით დავბრუნდით. ფული ეროვნულ ბანკს ჩაბარდა და იმავე დღესვე განაწილდა ბანკომატებში. მე კი იმ წამიდანვე დევნილების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში გადანაწილების ორომტრიალში ჩავერთე, საკვების დარიგების განრიგი და ათასი რამ, ყველაფერს რა ჩამოთვლის. და რამოდენიმე ხანში ვიგებ, რომ ომის დროს ქვეყნიდან გაქცევა დამაბრალეს :)

p.s. ჩემი ნიუნცაც ჩვენთან ერთად იყო მაშინ, უბრალოდ მუცელში იჯდა" - წერს სუბელიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები