მსოფლიო
18 000 ლარის უაქციზო სიგარეტები - დაკავებულია 3 ადამიანი
2018-06-22 12:12:45
უაქციზო სიგარეტების შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს.
" მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს და 3 პირი დააკავეს.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ სამ შემთხვევაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულები შემდგომი რეალიზების მიზნით სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 4 360 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. მეოთხე ფაქტი კი ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდა, სადაც ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 2 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
ამოღებული უაქციზო სიგარეტების საერთო საბაზრო ღირებულება ჯამში 18 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით,"- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
კომენტარები