მსოფლიო
ოზურგეთის საკრებულოსთან დაპირისპირება მოხდა
2018-06-18 14:45:09
ჩამოტვირთვა
დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოსთან - საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შენობაში შესვლა სცადეს. მათ შესვლის საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფებოდნენ ენმ-ის დეპუტატები ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე, რომლებსაც საკრებულოში საკუთარ კაბინეტში შესვლა სურდათ.
ენმ-ის წევრები რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ითხოვენ და იმ დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევას, რომლებმაც ენმ-ის წევრზე, ბესო ქათამაძეზე ფიზიკურად იძალადეს.
დღეს ენმ-ის დეპუტატებმა შიმშილობა დაიწყეს. ისინი ენმ-ის წევრის, ბესიკ ქათამაძის მიმართ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატების მიერ განხორციელებული ძალადობის გამო, სამანდატო კომისიის შეკრებას და ინციდენტში მონაწილე დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევას ითხოვენ.
კომენტარები