მსოფლიო
ზაზა სარალიძე გორის მერის თანაშემწეს სკანდალური კომენატრის გამო უპირისპირდება
2018-06-14 23:33:22
მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურას მიმართავს.
"მივმართავ თბილისის ვითომ პროკურატურას!
სასწრაფოდ გაასაჯაროვოს ჩემს მიერ კაკუბავას წინააღმდეგ შეტანილი განაცხადის პასუხი, თუ რა სამართლებრივი ფორმა მისცეს.
მივმართავ ასევე გორის პროკურატურას!
სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება გორის მერის თანაშემწის კახაბერ ბლიაძის გასაჯაროვებულ სიტყვებზე:
"არც ზაზა სარალიძეა ანგელოზი და არც მისი ცხონებული შვილი იყო ანგელოზი.
ნუ დაგვავიწყდება საიდან დაიწყო ეს ინციდენტი."
გამოდის რომ ინციდენტის შესახებ იცის ამ ადამიანმა და საქმის კურსშია რა მოხდა იმ დაწყევლილ დღეს.
გორის პროკურატურიდან ველი ამ პოროვნების მიერ ნათქვამი სიტყვების სამართლებრივ შეფასებას,"-წერს სარალიძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გორის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ სოციალურ ქსელში სკანდალური კომენტარი გამოაქვეყნა:
„მედალს ორი მხარე აქვს. 1ვინ ყიყინებს და გვერდით ვინ უდგას, 2არც თვითონ ეგ კაცი მყავს და არც ის ცხონებული იყო ანგელოზი. ნუ დაგავიწყდება ეგ კონფლიქტი საიდან და რისთვის დაიწყო, რომელიც მკვლელობით დამთვრდა და არ ღირს მაგ საქმის შედარება იმ მკვლელობებზე, რომლებსაც ის ხალხი ანხორციელებდა ვინც ეს აქციები წამოიწყო ეგ ხალხი ჩემო ძმაო ყველა დასაპეპლია.“
კომენტარები