მსოფლიო
კუსტარულ საამქროში ფალსიფიცირებული ლიმონათის დიდი პარტია აღმოაჩინეს
2018-05-30 13:38:51
აჭარაში სამართალდამცველებმა კუსტარულ საამქროს მიაგნეს, სადაც მოქალაქე ფალსიფიცირებულ ლიმონათს ამზადებდა და ყიდდა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე, კუსტარულად მოწყობილ საამქროში ახორციელებდა ლიმონათის წარმოებას, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ იყენებდა სხვა იურიდიული პირის სასაქონლო ნიშანს.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული პროდუქციის ეტიკეტზე არსებული მახასიათებლები არ შეესაბამება შიგთავსს - შეცვლილია თვისობრიობა. შესაბამისად, პროდუქცია ფალსიფიცირებულია.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ლიმონათი და ტარა.
გამოძიება მიმდინარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე და 197-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
კომენტარები