1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

სასამართლოს შესაძლოა, გარკვეული შემოქმედებითი ნაწარმოებების აკრძალვის უფლებამოსილება მიეცეს

კანონპროექტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს ემატება ჩანაწერი და სასამართლოებისადმი დაქვემდებარებული სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალი იზრდება.

კერძოდ, ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.

აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

ამასთან, კანონპროექტით, ცვლილება შედის „კულტურის შესახებ” კანონში და მე-9 მუხლში ამგვარად ყალიბდება:

„დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით“, – ვკითხულობთ კანონპროექტში.

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და კომიტეტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი არიან.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან ჰარმონიზება.

„კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად დაუშვებელია შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს…

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-20 მუხლის თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას და ამ უფლების შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც უზრუნველყოფს უფლების დაცვის სტანდარტის ამაღლებას. ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, აუცილებელია შეტანილ იქნას ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რადგან კონსტიტუციის ახალი რედაქციით შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა უნდა მოხდეს მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება განაპირობა საქართველოს კონსტიტუციაში შესულმა ცვლილებებმა და ამ ცვლილებების საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები