მსოფლიო
ძარცვა ზუგდიდში - ნიღბიანი პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა
2018-05-02 16:30:50
ზუგდიდის ცენტრში ოქროს ბირჟა გაძარცვა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.
ნიღბიანი მამაკაცი, რომელიც თვითმხილველების თქმით, დანით იყო შეირაღებული მოვაჭრეებს დაემუქრა და ერთ რიგზე დახლებზე განთავსებული ოქროს ნაკეთობები და სხვა ძვირფასეულობა გაიტაცა.
მამაკაც იარაღი არ გამოუყენებია, რადგან მისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია.
როგორც დაზარალებულები ამბობენ, ოქროს ბირჟის დატოვების შემდეგ მას მოვაჭრეები გამოედევნენ, მამაკაცმა ნაქურდალი ნივთებით პოლიციის ეკიპაჟს ჩაუარა, რა დროსაც პოლიციას მისი დაკავება მოსთხოვეს, თუმცა ეკიპაჟი მამაკაცს დაედევნა თუმცა მან მიმალვა შეძლო.
ადგილზე კრიმინალისტები და ექსპერტები მუშაობენ. გარე ასევე ხდება გარე პერიმეტრზე განთავსებული კამერებიდან ჩანაწერების ამოღება.
როგორც შს სამინისტროდან "რუსთავი2"-ს განუცხადეს, მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით, რაც ძარცვას გულისხმობს.
კომენტარები