სოც. მედია
,, ..ერთი ბლოკით წასული, იმავე ბლოკით უკან წამოვედი. მოსაწევ ადგილს ვერ ვპოულობდი და გარეთ გასვლა მეზარებოდა"
2018-05-02 15:27:23
ჟურნალისტი ნანუკა ჟოჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ევროპაში ვერ, ან ძალიან რთულად ნახავთ ადგილს სადაც მოწევა შეიძლება. ქუთაისიდან, თუ თბილისიდან მილანებში (დოჩის ხმით) ჩაფრენილები წესებს ვემორჩილებით, ვეწევით გარეთ, მაგრამ ჩვენივე ქვეყანაში ვაპროტესტებთ:) მაგარი უცნაური ხალხი ვართ.
2011 წელს, ნიუ-იორკში ერთი ბლოკით წასული, იმავე ბლოკით უკან წამოვედი. მოსაწევ ადგილს ვერ ვპოულობდი და გარეთ გასვლა მეზარებოდა. თუ გავდიოდი, იქაც უშნო თვალით მიყურებდნენ გამვლელები. 🙂 მაგი რუსეთია, ჯიბეში რო თუმნიანს ჩოუდებ და მოგაწევინებს და ჩამოვყალიბდეთ, რომელს ვირჩევთ."
კომენტარები