კრიმინალი
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცმა მამინაცვალი მოკლა
2018-04-13 17:41:30
ფოთში, ბათუმის ქუჩაზე 30 წლამდე მამაკაცმა მამინაცვალი მოკლა. მეზობლებმა გარდაცვლილი იატაკზე დაგდებული იპოვეს.
ადგილობრივების თქმით, მას, სავარაუდოდ, დაზიანება დარტყმისგან თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მეზობლების განცხადებით, გარდაცვლილი და სავარაუდო ეჭვმიტანილი მარტო ცხოვრობდნენ და ხშირად სვამდნენ.
ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია უცნობია. მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები