მსოფლიო
რუსული „НТВ ПЛЮС“ საქართველოში მაუწყებლობას იწყებს
2018-04-11 11:49:48
ტელეკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოწინავე რუსული მედია ჰოლდინგის, „გაზპრომ მედიას“ ოპერატორი „НТВ-плюс“, საქართველოს ფასიანი ტელემაუწყებლობის ბაზარზე გავიდა.
„ჰოლდინგში შემავალი ოპერატორი НТВ‑ПЛЮС-მა მაუწყებლობის ტერიტორია გაზარდა და საქართველოში მაუწყებლობა NTV‑PLUS-ის ბრენდით დაიწყო.
მაყურებელს არხების ორ პაკეტს შესთავაზებენ. პირველში შევიდა 50-მდე საკაბელო არხი რუსული და უცოხური წარმოების, მეორეში - 90-ზე მეტი.
20-ზე მეტი არხი ჰოლდინგ "გაზპრომ-მედიას" წარმოებულია. მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 22 გასართობი, 14 შემეცნებითი, 12 საინფორმაციო, 5 სპორტული, 5 საბავშვო, 5 მუსიკალური და 27 კინოარხი, მათ შორის 2 არხი UltraHD-ს ფორმატში და 5 HD ფორმატში. გარდა ამისა აბონენტებს ქართული არხების ყურებაც შეეძლებათ.
НТВ‑ПЛЮС-ის პარტნიორია „მედია ჯგუფი“,-ნათქვამია განცხადებაში.
„НТВ-плюс“-ის გენერალური დირექტორი, საქართველოში მაუწყებლობას, ბიზნესის გარდა, სოციალურ მისიადაც განიხილავს.
კომენტარები