კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის 41 ბავშვია
2018-03-27 15:12:39
რუსული მედიის ცნობით, კემეროვოში სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად 41 ბავშვი დაიღუპა.
ამჟამად, საავადმყოფოში კიდევ 14 ადამიანი რჩება, რომელთა შორის ბავშვებიც არიან.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულია სულ 64 მოქალაქე.
აღსანიშნავია ისიც, რომ კემეროვოში მიტინგი მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები მომხდარის გამო ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.
კემეროვოში სავაჭრო ცენტრი 25 მარტს დაიწვა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. ამასთან გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით არის აღძრული. დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის შენობის მფლობელი და დაცვის თანამშრომელი, რომელმაც გამოძიების მტკიცებით, სახანძრო სიგნალიზაცია გამორთო. თუმცა, ადგილობრივი მედია წერს, რომ სავაჭრო ცენტრში სახანძრო სიგნალიზაცია რამდენიმე კვირა არ მუშაობდა და ამის შესახებ მეპატრონეები ინფორმირებული იყვნენ.
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტ...
კომენტარები