მსოფლიო
"რუსთავი 2"-ის საქმეზე ყველა ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
2018-03-23 17:49:11
თბილისის საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2"-ზე თავდასხმის მონაწილეებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექვსივე დაკავებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად წინასწარ დაგეგმილ ხულიგნობას გულისხმობს.
„რუსთავი 2“-თან განვითარებული მოვლენების შედეგად, სულ 6 პირია დაკავებული. ორ მათგანს ბრალი დაუმძიმდა. ლუკა ნაცვლიშვილს დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავებიან.
კომენტარები