მსოფლიო
დაკავებულია ლადო სადღობელაშვილი - მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
2018-03-20 23:43:38
შსს-მ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო ლადო სადღობელაშვილი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სადღობელაშვილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
ლადო სადღობელაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქართული მარშის წევრი ლ.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) არის დაკავებული. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გუშინდელი დაპირისპირების მონაწილე პირები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. და გ.ო. ამ წუთებში პასუხობენ," - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
კომენტარები