0 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

8 მარტს თიბისი გალერეაში საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი გაიმართება

8 მარტს, 19.00 საათზე, თიბისი გალერეაში ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი გაიმართება.
 
კონცერტზე კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის შედევრებს შეასრულებენ: 11 წლის ანაჰიტ სტელმაშოვა, 12 წლის თათია მგალობლიშვილი, 13 წლის ბარბარე ჩხაიძე, 14 წლის ილია ლომთათიძე და 14 წლის ბარბარე თათარაძე. 
 
ფონდ „ლირას“ ხელშეწყობით, რომელსაც თიბისი ბანკი უკვე მრავალი წელია გულშემატკივრობს, ახალგაზრდა ვირტუოზები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საზღვარგარეთ, მასტერკლასებსა და პრესტიჟულ გალა კონცერტებში. 

კონცერტზე დასწრება თავისუფალია. 
 
8 მარტი, 19:00 საათი მარჯანიშვილის 7, თიბისი გალერეა IV სართული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები