2 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გიორგი სიგუა: მთავრობა მიწას თუ არ მოგვცემს იჯარით, GEM Fest-2018-ს აფხაზეთში ჩავატარებთ

   GEM Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ამბობს, რომ თუ საქართველოს მთავრობა 2018 წლის ფესტივალისთვის მიწას იჯარით არ მისცემს მაშინ ღონისძიებას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაატარებს. ამის შესახებ სიგუამ ფეისბუქშიი დაწერა
"რამდენიმე კითხვაზე პასუხი რასაც ამ ბოლო დროს ვისმენ.

1 ჩატარდება GEM FEST ? აუცილებლად ჩატარდება 9-12 აგვისტოს ანაკლია განმუხურის საკურირტო ზონაში. თარიღები გამოცხადებულია და ბილეთებიც იყიდება. 

2 როდის გამოცხადდება ლაინ აფი? რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ლაინ აფის ნაწილ ნაწილ გამოცხადებას.

3 მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი ჯემფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგზოგიერთები) . მათი “დახმარება” რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა ეგეც ვისწავლე 🤗

4 მიწა რომ არ მოგცენ იჯარით რას იზავთ? აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ . 

5 როდის გაისტუმრებთ ვალებს? მაშინ როდესაც სრული დატვირთვით ავმოქმედდებით, გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გავძლიერდებით. 

6 თუ კიდევ რამე გაინტერესებთ დაწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები