მსოფლიო
"არავის უთხრათ, მაგრამ WiFi-ს პაროლია - „martians“"
2018-02-23 22:56:14
Tesla-ს შეფმა და თანამედროვე ბიზნეს-ტექნოლოგიური სამყაროს ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ, ილონ მასკმა უფასო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის პაროლი ტვიტერზე ატვირთა.
"არავის უთხრათ, მაგრამ Wi-Fi-ის პაროლი არის "martians" (მარსელები)" - წერს ილონი და ამით ეხმაურება დედამიწის ორბიტაზე პირველი თანამგზავრების გაშვებას, რომლებმაც მსოფლიოს ახალი თაობის WiFi კოსმოსიდან უნდა მიაწოდონ. მასკის თქმით, ინტერნეტის თანამგზავრების სიგნალს Tintin A და B ერქმევა.
თუ საცდელი ეტაპი წარმატებით დასრულდება, პირველი თანამგზავრები ინტერნეტის მოწოდებას 2019 წლიდან დაიწყებდნენ. ხოლო, გეგმის მიხედვით, 2024 წლისთვის პროექტი სრული დატვირთვით ამუშავდება. SpaceX ორბიტაზე 4 425 თანამგზავრის გაშვებას გეგმავს, რისი მეშვეობითაც ახალი თაობის ინტერნეტით მთელი მსოფლიო უნდა დაფაროს.
კომენტარები