0 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაბალი ხარისხი და იაფფასიანი ნედლეული - „ფეირის“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადების ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  „ფეირის“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადების ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს. 
 სარეცხი საშუალებები კუსტარულად მოწყობილ არარეგისტრირებულ საწარმოში მზადდებოდა.

"საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, აჭარის რეგიონში მოწყობილ საწარმოში, სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, ხდებოდა სარეცხი საშუალებების - „ფეირის“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადება. ამასთან, პროდუქციის წარმოებისთვის დაბალი ხარისხის და იაფფასიანი ნედლეული გამოიყენებოდა.
➡ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები, ბოთლები, ინვენტარი, ასევე სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 2 000 ერთეულზე მეტი სხვადასხვა დასახელების სარეცხი საშუალება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები