მსოფლიო
Google-მა ყველაზე პოპულარული საავტომობილო მარკები დაასახელა
2017-12-25 18:14:11
საძიებო სისტემა Google-მა 2017 წელს აშშ-ში ყველაზე პოპულარული ავტომობილები გამოავლინა. ჩამონათვალში სულ ათი კომპანიაა.
გასულ წელთან შედარებით, რეიტინგი არსებითად შეიცვალა. სიიდან გაქრა ისეთი ძვირფასი პრემიალური და სპორტული მარკები, როგორიცაა მაგალითად: Bentley, Maserati, Lamborghini და Rolls-Royce. რეიტინგში გამოჩნდნენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა Kia და Hyundai.
Google-ის საძიებო ველში გაკეთებული მოთხოვნების მიხედვით, ყველაზე პოპულარული ათი საავტომობილო ბრენდის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1.Ford
2.Lexus
3.Kia
4.Toyota
5.Honda
6.Buick
7.Acura
8.Tesla
9.Hyundai
10.Dodge
2016 წელს ყველაზე პოპულარული მარკა „ჰონდა“ იყო, 2015 წელს „შევროლე“, 2014 წელს კი „ფორდი“.
კომენტარები