მსოფლიო
"სააკაშვილი რუსთავი 2-ის სანაცვლოდ !" - რა მოთხოვნა აქვს ქართულ ხელისუფლებას ?
2017-12-12 00:46:13
გაზეთ "ქრონიკა+"- ის რედაქტორი, ელისო კილაძე, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას მიერ პირდაპირ ეთერში გაჟღერებულ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შესაძლოა, ქართული ხელისუფლების მოთხოვნა უკრაინელების მიმართ იყოს სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის სანაცვლოდ..
"სააკაშვილი რუსთავი 2-ის სანაცვლოდ !
წუხელ ველაპარაკე ამ თემაზე გია ყარამანიშვილს-ის კატეგორიულად გამორიცხავს მსგავს შეთავაზებას პოროშენკოს მხრიდან და მით უფრო,ამ გარიგებაში მის მონაწილეობას !!!!!"-წერს კილაძე, რასაც "რუსთავი 2"ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა:
"ელისო, იმედია კარგად მისმინე. ქართული ხელისუფლების მოთხოვნაა ეს უკრაინელების მიმართ. ყარამანიშვილთან ჩემი დამოკიდებულება არაა საუკეთესო, თუმცა ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ამ მოლაპარაკებაში შევა"
კომენტარები