მსოფლიო
ახალშობილი "ქალთევზას სინდრომით" დაიბადა და 4 საათში გარდაიცვალა
2017-12-08 17:21:16
"ქალთევზას სინდრომის" შემთხვევა ინდოეთში - ქალაქ კოლკატაში, ბავშვი ერთმანეთს შეზრდილი ფეხებით დაიბადა. იგი ბუნებრივი მშობიარობით გაჩნდა.
ახალშობილს მენჯის ძვლები და ფეხები განუვითარებელი ჰქონდა. მან მხოლოდ 4 საათი იცოცხლა.
ექიმებმა მისი სქესის იდენტიფიკაცია ვერ მოახერხეს.
როგორც მედიკოსები განმარტავენ, ფინანსური სიდუხჭირის გამო, ბავშვის დედამ ფეხმძიმობის დროს ვერ შეძლო ეხოსკოპიის გადაღება, ვერც სათანადოდ კვება მოახერხა, მას არც მედიკამენტების მიღების საშუალება ჰქონდა. ექიმების თქმით, სწორედ ამიტომ განვითარდა ნაყოფის ანომალია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვებში "ქალთევზას სინდრომი" საკმაოდ იშვიათად ვითარდება. აღნიშნული დაავადება საშუალოდ, ყოველ მეასიათასე ნაყოფში ვლინდება.
წყარო: www.dailymail
კომენტარები