კრიმინალი
მოკლული 17 წლის ბიჭის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს!
2017-12-03 22:44:38
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მოკლული ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭებს შორის კონფლიქტი ხშირი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით). მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ემუქრება
კომენტარები