მსოფლიო
51-ე სკოლის დაჭრილი ერთი მოსწავლე გარდაიცვალა
2017-12-01 15:42:09
გავრცელებული ინფორმაციით, 51-ე სკოლის დაჭრილი მოსწავლე გარდაიცვალა. თბილისში 51-ე სკოლის 2 მოსწავლე ცოტა ხნის წინ დაჭრეს.
შემთხვევა ხორავას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა, რომელიც ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას N4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
თვითმხილველის განცხადებით, დაპირისპირებაში 10-15-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
კომენტარები