შინაგან საქმეთა სამინისტრო მცხეთასთან ჩატარებული სპეცოპერაციის ვიდეოკადრებს ავრცელებს.
შსს-მ მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ოთხი პირი: 1991 წელს დაბადებული ბ.ბ., 1993 წელს დაბადებული ზ.მ., 1985 წელს დაბადებული თ.შ. და 1989 წელს დაბადებული თ.რ., მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 1984 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხელ-ფეხ შეკრული ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და გათავისუფლების სანაცვლოდ მისი ოჯახის წევრებს 7 000 ლარი მოსთხოვეს.
სამართალდამცველებმა, ოთხივე ბრალდებული ცხელ კვალზე, მცხეთის შესასვლელში დააკავეს. პოლიციამ, ვ. მ. უვნებლად გაათავისუფლა.
გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი კოპიტნარის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრებას ცდილობდა. ახალგაზრდა კაცი, ტრანსგენდერი ქალის...
მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, რომელთა შორისაც 10 ნარკორეალიზატორია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრელებს. უწყების ცნობით, დ...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 66 წლის კაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძ...
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიებით პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 32 წლის მამაკაცი დააკავა. აღნი...
პოლიციამ შიდა ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ცნობისთვის, სოფელ ახაშენში მამაკაცმა ცოლს და ორ მეგობარს ესროლა. როგორც სოფელში ჰყვებიან, მამაკაცი ხშირად ეჭვი...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი და ორი ახალგაზრდა მოკლა. შემთხვევა სოფელ ახაშენში მოხდა. ადგილობრივების თმით, ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც ორ ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სამივე ...
კომენტარები