მსოფლიო
ჯანსუღ ჩარკვიანს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ
2017-11-09 14:57:06
ქართველ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს დღეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
პანაშვიდს ესწრებოდნენ სამთავრობო წევრებიც, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
"ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის, ასეთი პოეტის წასვლა ამ ქვეყნიდან. ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნებოდა იმ პოეტთა პლეადას, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს ჩვენს მწერლობაში, ქართულ პოეზიაში და ნამდვილად, მისი ღონიერი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში. ძალიან დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელს ქართულ საზოგადოებას,"- განაცხადა კვირიკაშვილმა.
კომენტარები