კრიმინალი
გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს
2017-11-07 11:28:42
ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა დარბაზში. სამართალდამცველებმა გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 4 წელი და 6 თვე პატიმრობა მიესაჯა.
თავად ბრალდებულს გამამართლებელი განაჩენის იმედი ქომდა. ის აცხადებდა, რომ ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
გიორგი ონიანს პროკურატურა რამდენიმე დანაშაულს ედავება - მათ შორისაა, უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.
კომენტარები