მსოფლიო
ტერაქტი ნიუ იორკში - სატვირთო მანქანა მანჰეტენის ველობილიკზე შევარდა
2017-11-01 11:20:20
ნიუ იორკში, მანჰეტენის ველობილიკზე სატვირთო მანქანა შევარდა და ადამიანებს გადაუარა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა.
ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია სულ ცოტა, 8 ადამიანი და დაშავებულია 20-ზე მეტი.
სამართალდამცველებმა ტერორისტი ადგილზე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ის უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის საი-ფულო საიპოვია, მის მანქანაში აღმოჩენილი წერილის მიხედვით, საიპოვი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით მოქმედებდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდასხმის დროს ის არაბულ ენაზე ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ყვიროდა. გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები