1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ლარი კვლავ გაუფასურდა

ჩამოტვირთვა

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. დღეს უკვე ლარის საბაზრო კურსი დოლართან მიმართებაში, კომერციულ ბანკებში 2.63 ლარს გასცდა. პანიკა სავალუტო ბაზარზე დღეს დილიდან დაიწყო, როდესაც ეროვნული ვალუტის ფასი ერთბაშად 5 თეთრით დაეცა და კურსი 2.58-დან 2.63-მდე ავიდა.

ოპოზიცია ლარის მორიგ გაუფასურებას მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს, და ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

„ლარის კურსი დამოკიდებულია ორმხრივ ფაქტორზე, მხოლოდ ვალუტის შემოდინებაზე არ არის დამოკიდებული, არამედ ლარის მასაზეც. პირდაპირ არის დამნაშავე მთავრობა. როდესაც უმრავლესობა თავს ესხმის ეროვნულ ბანკს, ამ შემთხვევაში ეს იცავს საქართველოს მთავრობის იმ უგუნურ პოლიტიკას, რომელსაც ის ჩადიოდა მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში. 500 მილიონი მისცა ივლისიდან მოყოლებული დღემდე კომერციულ ბანკებს სესხი ბიუჯეტიდან. ეს ფული მიმოქცევაში მიდის და რა თქმა უნდა, ზეწოლას ახდენს ლარზე, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ყოველწლიურად ხდება არათანმიმდევრული ხარჯვა და ახლა ბოლო ორ თვეში უნდა დაიხარჯოს 2 მილიარდ ნახევარი ლარი,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მოკლევადიანი ინტერვენციებით, ეროვნული ბანკი კურსის დაჭერას ვერ შეძლებს.

„ლარის გაუფასურება ბოლო 5 წლის განმავლობაში არის არასწორი ეკონომიკის შედეგი და ამის გადაბრალება მუდმივად ან საგარეო ფაქტორებზე ან ქვეყნის შიგნით მოლოდინებზე ან ეროვნულ ბანკზე, ფუნდამენტურად არასწორია. მოკლევადიანად ეროვნული ბანკი რომც ჩაერიოს, თუ არ გამოსწორდა ის ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც მთავრობა ატარებს, ლარს მაინც არაფერი არ ეშველება,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები